• საზაფხულო სკოლა
  • იწყება მიღება ნათელი საქართველოს საზაფხულო სკოლაში , სადაც სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს ეძლევათ შანსი უფასოდ მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის და გაატარონ დაუვიწყარი დრო .

    თუ ხარ აბიტურიენტი და გინდა ჩააბარო ეროვნული გამოცდები, მაგრამ არ გაქვს საკმარისი თანხები მოემზადო საუკეთესო რეპეტიტორებთან, ნათელი საქართველოს საზაფხულო  სკოლის ფარგლებში შენ გექნება ამის შანსი.

    ამისათვის საჭიროა იყო

    • აბიტურიენტი
    • ოფიციალურად დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა არის 70000 ან ნაკლები
    • საქართველოს მოქალაქე

     თუ გსურს

    • მიიღო ხარისხიანი განათლება
    • მოკლე დროში აითვისო ეროვნული გამოცდების მასალა
    • და არამარტო
    • დაესწრო პიროვნული განვითარების კურსებს
    • მიიღო წარმატებული ადამიანებისგან რჩევები
    • და უბრალოდ გაატარო დაუვიწყარი 2 კვირა წყალტუბოს პრომეთეში

    შეავსე განაცხადის ფორმა, იჩქარე ადგილები შეზღუდულია. მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის წესით განაცხადის საფუძველზე.

    ვრცლად საზაფხულო სკოლაზე

    შეავსე განაცხადის ფორმა, იჩქარე ადგილები შეზღუდულია

    საზაფხულო სკოლა გაიმართება ივნისში , ზუსტ დროსა და ლოკაციას შეიტყობთ ჩვენს FB გვერდზე.   მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ სწავლებას უნარებში, ქართულსა და ინგლისურში და ასევე დაესწრებიან წამყვანი სპეციალისტების მიერ მომზადებულ, პიროვნული ზრდის და კომუნიკაციის უნარის განსავითარებელ ტრენინგებს. დასვენების დღეებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი ექსკურსია, ხოლო საღამოობით სტუმრად გვეყოლება ძალიან საინტერესო, გამოჩენილი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მაგალითზე მოყვებიან იმაზე, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას რთული გარემოებების მიუხევად. 

    კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართულენოვან მეთორმეტეკლასელებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში. განაცხადის ფორმა განთავსებულია ჩვენს ვებ გვერდზე და მიღების ბოლო ვადაა 20 ნოემბერი. 

    ეს ფონდი დაფუძნებულია სანდრო შელიასა და მისი მეუღლის, თათია შარანგიასთან ერთად სწორედ ამ ხედვით: ნათელი საქართველოს მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების მიღებაში ისეთ ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, ვისაც სჭირდება გვერდში დგომა, მატერიალური მდგომარეობის თუ რაიმე სხვა გარემოების გამო. 

     ნათელმა საქართველომ აქამდე უკვე მოაწყო  წარმატებული, სრულიად უფასო საზაფხულო სკოლა კონკურსით შერჩეული 30 აბიტურიენტისათვის საქართველოს მასშტაბით. მისი დახმარებით, ყველა მონაწილემ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები, შეიძინა მეგობრები და დაუვიწყარი მოგონებები. 

    პირადი მონაცემები

    საკონტაქტო ინფორმაცია

    განსაკუთრებული მოთხოვნები

    განათლება

    გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ბოლო წლიური ქულა შემდეგ საგნებში:

    ქულების მითითებას გთხოვთ საერთო სურათისათვის. თქვენი ქულები არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი შერჩევის პროცესში.

    თქვენ შესახებ

    გთხოვთ, გვიამბეთ თქვენს შესახებ, ახსენეთ რაიმე ისეთი გარემოება, რომლითაც სხვებისგან განსხვავდებით, ან რაიმე განსაკუთრებული მიღწევა (500-600 სიტყვა)

    როგორია თქვენი მოლოდინი ზამთრის სკოლა „ნათელი საქართველოსაგან“? რატომ გსურთ დასწრება? (300-400 სიტყვა)

    გთხოვთ თან დაურთოთ თქვენი ფოტოსურათი ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ფორმატში.