• საზაფხულო სკოლა
  • წლის მკითხველი 2016

    წლის მკითხველი 2016

    10 May, 2016 წელი

    მკითხველთა კონკურსის მიზანი იყო კითხვის კულტურის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვიეთ სკოლის მოსწავლეები, რომლებისთვისაც კარგად ნაცნობი იყო ფონდის მიერ შერჩეული ლიტერატურის სიაში წარმოდგენილი წიგნები. 

    კონკურსი ჩატარდა სამ ტურად. პირველ ტურში დარეგისტრირებულმა მონაწილეებმა წერილობით გასცეს პასუხი ჟიურის მიერ დასმულ კითხვებს სხვადასხვა რეკომენდირებული ნაწარმოებებიდან. შემდეგ ტურში გადავიდნენ უმაღლესი ქულის მქონე მონაწილეები.

    მეორე ტურში ლატარეის მეთოდით დაკომპლექტდა გუნდები, რომლებიც შეეჯიბრნენ ერთმნეთს „რა? სად? როდის?“ ანალოგიური ვიქტორინის პრინციპით.  პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ, ხოლო მათი წევრები გადავიდნენ ფინალში. გუნდური შეჯიბრების ყველა მონაწილეს გადაეცა ფონდის საპატიო სერტიფიკატი.

    ფინალში გაიმართა საბოლოო ინდივიდუალური შეჯიბრება, რომლის შედეგადაც დაჯილდოვდა მესამე, მეორე და პირველი ადგილის მფლობელი. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები და საჩუქრები. პირველი ადგილის მფლობელმა მოიპოვა 2016 წლის საუკეთესო მკითხველის წოდება და დამატებით პრიზად მიიღო ლეპტოპი.