• საზაფხულო სკოლა
  • ლიტერატურული კონკურსი

    ლიტერატურული კონკურსი

    14 ნოემბერი, 2018 წელი

    ფონდმა 2016 წლის პირველ სექტემბერს ჩაატარა ორ ნაწილიანი ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდა მწერლებისა და მკითხველებისათვის. 

    კონკურსებში მონაწილეობა მიიღეს  მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა. მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა შეავსეს  და მოგვაწოდეს სარეგისტრაციო ფორმა და კონკურსის მოთხოვნებიდან გამომდინარე სხვა მასალა.

    კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: დათო ტურაშვილი, მარიამ ხიდეშელი, დავით გორგილაძე რატი ამაღლობელი და ლაშა ბუღაძე. კონკურსს გაუძღვა ფონდი ნათელი საქართველოს დამფუძნებელი, სანდრო შელია.