• საზაფხულო სკოლა
  • ახალგაზრდა პროზაიკოსი 2016

    ახალგაზრდა პროზაიკოსი 2016

    14 ნოემბერი, 2018 წელი

    მწერლების კონკურსი ორიენტირებული იყო მოკლე პროზაზე. მონაწილეობის მისაღებად მოვიწვიეთ ის ახალგაზრდებს, რომლებსაც სურდათ, საკუთარი შემოქმედების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის და პირადად მიეღოთ კონსულტაცია ჟიურის წევრებისაგან. მონაწილეებმა რეგისტრაციის ფორმასთან ერთად  გამოაგზავნეს საკონკურსო ნაშრომი. 

    ჟიურმა განიხილა შემოსული ნაშრომები და შეარჩია 20 საუკეთესო, რომლებიც მოხვდნენ  ფონდის მიერ გამოცემულ სპეციალურ კრებულში, ხოლო მათ ავტორებს გადაეცათ ფონდის სპეციალური სერტიფიკატები. სექტემბრის თვეში გაიმართა ლიტერატურული საღამო, რომელზეც მოწვეული იქნა კონკურსის ყველა მონაწილე, ხოლო შერჩეული 20 ნაშრომის ავტორს საშუალება მიეცა საკუთარი ნაწარმოები გაეცნო შეკრებილ საზოგადოებას.