ლიტერატურული კონკურსი

ფონდი აცხადებს ორ ნაწილიან ლიტერატურულ კონკურსს ახალგაზრდა მწერლებისა და მკითხველებისათვის. კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს. მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ და მოგვაწოდონ შესაბამისი თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და კონკურსის მოთხოვნებიდან გამომდინარე სხვა მასალა 1 სექტემბრის დღის ბოლომდე, ელექტრონული ფოსტით, მისამართზე brightgeorgiafoundation@gmail.com 

კონკურსის ჟიურის წევრები არიან ოთხი თანამედროვე ქართველი მწერალი: დათო ტურაშვილი, მარიამ ხიდეშელი, დავით გორგილაძე რატი ამაღლობელი და ლაშა ბუღაძე. კონკურსს გაუძღვება ფონდი ნათელი საქართველოს დამფუძნებელი, სანდრო შელია.

 რეგისტრაციის ფორმები და წიგნების ჩამონათვალი მკითხველების კონკურსისთვის:
 რეგირტრაციის ფორმა: „წლის მკითხველი 2016“ ჩამოტვირთვა
 რეგირტრაციის ფორმა: „ახალგაზრდა პროზაიკოსი 2016“ ჩამოტვირთვა
 წიგნების ჩამონათვალი ჩამოტვირთვა

„წლის მკითხველი 2016“

მკითხველთა კონკურსის მიზანია კითხვის კულტურის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სკოლის მოსწავლეებს, რომლებისთვისაც კარგად ნაცნობია ფონდის მიერ შერჩეული ლიტერატურის სიაში წარმოდგენილი წიგნები. ამ სიაში, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ გვერდზე, www.brightgeorgia.ge შედის ქართული და ასევე უცხოური ლიტერატურა. სასურველია კანდიდატები იცნობდნენ ჩამოთვლილი წიგნების უმეტესობას.

კონკურსი ჩატარდება სამ ტურად თბილისში, სექტემბრის თვეში. პირველ ტურში დარეგისტრირებული მონაწილეები წერილობით გასცემენ პასუხს ჟიურის მიერ დასმულ კითხვებს სხვადასხვა რეკომენდირებული ნაწარმოებებიდან. შემდეგ ტურში გადავლენ უმაღლესი ქულის მქონე მონაწილეები.

მეორე ტურში ლატარეის მეთოდით დაკომპლექტდება გუნდები, რომლებიც შეეჯიბრებიან ერთმნეთს „რა? სად? როდის?“ ანალოგიური ვიქტორინის პრინციპით.  პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებინ, ხოლო მათი წევრები გადავლენ ფინალში. გუნდური შეჯიბრების ყველა მონაწილეს გადაეცემა ფონდის საპატიო სერტიფიკატი.

ფინალში გაიმართება საბოლოო ინდივიდუალური შეჯიბრება, რომლის შედეგადაც დაჯილდოვდება მესამე, მეორე და პირველი ადგილის მფლობელი. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და საჩუქრები. პირველი ადგილის მფლობელი მოიპოვებს 2016 წლის საუკეთესო მკითხველის წოდებას და დამატებით პრიზად მიიღებს ლეპტოპი.

ახალგაზრდა პროზაიკოსი 2016“

მწერლების კონკურსი ორიენტირებულია მოკლე პროზაზე. მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ, გააცნონ საკუთარი შემოქმედება ფართო საზოგადოებას და პირადად მიიღონ კონსულტაცია ჟიურის წევრებისაგან. მონაწილეებმა რეგისტრაციის ფორმასთან ერთად უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო ნაშრომი, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები: უნდა იყოს MS Word-ის ფაილში, 5-20 გვერდამდე, სტანდარტული შრიფტით.

ჟიური განიხილავს შემოსულ ნაშრომებს და შეარჩევს 20 საუკეთესოს, რომლებიც მოხვდებიან ფონდის მიერ გამოცემულ სპეციალურ კრებულში, ხოლო მათ ავტორებს გადაეცემათ ფონდის სპეციალური სერტიფიკატები. სექტემბრის თვეში გაიმართება ლიტერატურული საღამო, რომელზეც მოწვეული იქნება კონკურსის ყველა მონაწილე, ხოლო შერჩეული 20 ნაშრომის ავტორს საშუალება მიეცემა საკუთარი ნაწარმოები გააცნოს შეკრებილ საზოგადოებას.

მონაწილეები შეარჩევენ საღამოს ფავორიტს, რომელსაც დამატებითი პრიზის სახით გადაეცემა ლეპტოპი.