საქველმოქმედო კონცერტების სერია

2015 წლის აპრილში რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში პიანისტ თათია შარანგიას საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.კონცერტიდან შემოსული თანხა გადაეცა ფონდს „პირველი ნაბიჯი საქართველო“, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა. 2015 ზაფხულში ანალოგიური კონცერტები აგრეთვე გაიმართა ზუგდიდსა და თელავში.