მინანქრის უფასო შემეცნებითი პროექტი

ფონდი ნათელი საქართველო და მინანქრის სტუდია "გალერეა სმალტო’’ ახორციელებს უფასო, შემეცნებით პროექტს, რომელიც დაკავშირებულია დასაქმებასთან.

ფონდის განცხადებით დაინტერესებული მსურველები შერჩეულ იყვნენ უფასოდ სწავლის მისაღებად მინანქრის დამზადების სფეროში სმალტოს პროფესიონალი ხელოსნების მიერ. ისინი მუშაობენ მიმანქრის ფერებთან და სწავლობენ ოქრომჭედლობას. საუკეთესო კანდიდატები დასაქმდებიან. პროგრამის ხანგრძლოვობა ორ თვეს შეადგენს, ოთხსაათიანი გაკვეთილები ტარდება ყოველ მეორე დღეს. სამომავლოდ დაგეგმილია დამატებითი მონაწილეების მიღება და სწავლების სფეროს გაფართოება.