„ხელოვნება პატარებისთვის 2016“

მიმდინარეობს ფონდი „ნათელი საქართველოს“ მიერ ორგანიზებული პროექტი „ხელოვნება პატარებისთვის 2016“. მის ფარგლებში განაცხადის საფუძველზე მიღებული ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 2016 წლის პირველი სემესტრის განმავლობაში ფონდის დაფინანსებით ესწრებიან Dephani KidArt ბავშვების ხელოვნების სახლის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა წრეს. მარიამი წიგნის სამყაროს წრეზე დადის, დავითი და გიორგი ეუფლებიან ვოკალს; ანა, გიორგი, თამარი, ნიკოლოზი, სიდონია და დაჩი ეუფლებიან ხატვასა და ძერწვას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ბავშვები შეძლებენ სიღრმისეულად შეისწავლონ არჩეული მიმართულებები. ვუსურვებთ მათ დიდ წარმატებებს. სხვადასხვა ორგანიზაციებს კი, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ მსგავსი პროექტები სისტემატურად და დიდი მასშტაბით ხორციელდებოდეს, მოგიწოდებთ მეტი ჩართულობისკენ. ჩვენ მუდამ მზად ვართ თანამშრომლობისთვის!