საზაფხულო სკოლა "ნათელი საქართველო"

საქველმოქმედო ფონდი "ნათელი საქართველოს" მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის მიზანი იყო განათლების მიღებაში ხელის შეწყობა ისეთი აბიტურიენტებისთვის, რომელთა ოჯახებიც შეზღუდულნი არიან მატერიალური თვალსაზრისით და შესაბამისად მთელი საქართველოს მასშტაბით კონკურსის საფუძველზე შერჩეულ იქნა 30 მონაწილე აბიტურიენტი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. 
ქობულეთში გამართული 2 კვირიანი სკოლის განმავლობაში მონაწილეებს საქართველოს საუკეთესო სპეციალისტები ამზადებდნენ უნარებში, ქართულსა და ინგლისურ ენებში, კულტურული პროგრამა კი მოიცავდა შემეცნებით ექსკურსიებს და ისეთ მოწვეულ სტუმრებს როგორიც არიან მწერალი დათო ტურაშვილი, პიანისტი თათია შარანგია, მუსიკალური შემოქმედი კახაბერი, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი პაატა გოგოლიძე და კალათბურთის ვარსკვლავი ნიკოლაი დერიუგინი.