ფონდის სტრატეგია 2015-2016

ფონდის 2015-2016 წლის სტრატეგიაა ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც მოიცავს მოზარდი ახალგაზრდების ყველა კატეგორიას. აქედან გამომდინარე ხორციელდება პროექტები სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც დაწყებითი და დამამთავრბელი კლასის მოსწავლეები, ასევე უკვე სრულწლოვანი მოზარდებიც. ამავე დროს ფონდი ზრუნავს პროექტების მრავალფეროვნებაზე, ვცდილობთ მოვიცვათ ყველა სფერო. სწორედ ამიტომ არსებული თუ სამომავლო ღონისძიებები ემსახურება სხვადასხვა მისიას, ახალგაზრდები მონაწილეობას იღებენ ხელოვნების, ლიტერატურის და სხვადასხვა სახის შემეცნებით პროექტებში.