ჩვენს შესახებ

ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი ნათელი საქართველო ახლად დაფუძნებული ორგანიზაციაა. მისი დამფუძნებლები არიანსანდრო შელია, ამერიკელი სამთავრობო კონსულტანტი და ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტის (ANSI)აკრედიტაციის ყოფილი უფროსი დირექტორი, რომელიც ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს და მისი მეუღლე, გამოჩენილი პიანისტი თათია შარანგია.
 
ფონდის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის დახმარება და აგრეთვე განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებში შესაბამისი პოტენციალის გამოვლენა და რეალიზაციაში ხელშეწყობა, განათლებული, მოტივირებული, თავისუფლადმოაზროვნე, ერუდირებული და მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით.