• საზაფხულო სკოლა
  • ფონდის მისია

    ფონდის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის დახმარება და აგრეთვე განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებში შესაბამისი პოტენციალის გამოვლენა და რეალიზაციაში ხელშეწყობა, განათლებული, მოტივირებული, თავისუფლადმოაზროვნე, ერუდირებული და მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით.

    ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი ნათელი საქართველოს დამფუძნებლები არიან სანდრო შელია, ამერიკელი სამთავრობო კონსულტანტი და ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტის (ANSI) აკრედიტაციის ყოფილი უფროსი დირექტორი, რომელიც ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს და მისი მეუღლე, პიანისტი თათია შარანგია.

    6

    განხორციებული პროექტი

    1,400+

    დახმარებისკენ გაწვდილი ხელი

    2015

    ფონდის დაარსების წელი

    ფონდის სტრატეგია

    ფონდის 2018 - 2019  წლის სტრატეგიაა ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც მოიცავს მოზარდი ახალგაზრდების ყველა კატეგორიას. აქედან გამომდინარე ხორციელდება პროექტები სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც დაწყებითი და დამამთავრბელი კლასის მოსწავლეები, ასევე უკვე სრულწლოვანი მოზარდებიც. 

    ფონდის პროექტები მრავალფეროვანია, ვცდილობთ მოვიცვათ ყველა სფერო. სწორედ ამიტომ არსებული თუ სამომავლო ღონისძიებები ემსახურება სხვადასხვა მისიას, ახალგაზრდები მონაწილეობას იღებენ ხელოვნების, ლიტერატურის და სხვადასხვა სახის შემეცნებით პროექტებში.